პროექტი

პროექტის სახელწოდება
ჯანსაღი  ცხოვრების  წესი,  ქვეყნის  ძლიერების  საწინდარია.
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეები  გააცნობიერებენ,  რომ  ჯანსაღი  ცხოვრებით  ცხოვრება,  უკეთესი  საზოგადოების  შექმნის  საწინდარია.  აგრეთვე  მოსწავლეები  გაერკვევიან  ალკოჰოლის,  ნიკოტინის,  ნარკოტიკისა  და  სხვა  მავნე  ჩვევების  ზემოქმედებაში,  აღიარებენ  სპორტის  დადებით  გავლენას  ადამიანის  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  ჩამოყალიბებაში.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები     გააცნობიერებენ,  რომ  წარმატების  მიღწევისათვის  აუცილებელია   ყოველდღიური  ძალისხმევა,  რადგან  სახელმწიფოს  ქონდეს  ნათელი  და  ჯანსაღი  მომავალი.
პროექტის მიზნები
ახალგაზრდებში  დამკვიდრდეს  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი
მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი


ვადები/ ხანგრძლივობა
სამი  თვე
მოსალოდნელი შედეგები
ახალგაზრდებში  დამკვიდრდეს  ცხოვრების  ჯანსაღი  წესი.  იზრუნონ  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრებაზე .  ინტერნეტში მოიძიონ  გამოჩენილი  სპორტსმენების  ისტორიები  და  გამოიმუშაონ  კვლევის  უნარ-ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ინტერნეტი,  სპორტული  ინვენტარები,  ლაშქრობების  მოწყობის  ორგანიზება.
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეების  მიერ  წინასწარ  იქნება  მოძიებული  ინტერნეტში  ვიდეო  რგოლები,  რომელიც  ასახულია  ალკოჰოლისა და  ნარკოტიკის  მავნე  ზემოქმედება.  მოსწავლეები  დაგეგმავენ  თუ  რომელი  მიმართულებით  მოაწყონ  ლაშქრობა.  ლაშქრობის  დროს  მოეწყობა  სპორტული,  ინტელექტუალური  შეჯიბრებები.  გაიმართება  დისკუსია,  მოსწავლეებს  გავყოფთ  ორ  ჯგუფად.  ერთი  ჯგუფი  დაასაბუთებს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  უპირატესობას  არგუმენტირებულად.  ხოლო  მეორე  ჯგუფი შეეცდება  დაგვანახოს  ალკოჰოლიკისა  და  ნარკომანის  ცხოვრების  ტრაგიკული  დასასრული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-ს-თან კავშირი
მოსწავლეები  წარმოაჩენენ  ესგ  გათვალისწინებულ,  ფიზიკურ  აქტივობებში  მონაწილეობისათვის  აუცილებელ   უნარ-ჩვევებს.
პროექტის ხელმძღვანელი
სპორტის  მასწავლებელი  ვარლამ  ბიგვავა.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
varlambigvava@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი
https://varlambigvava.blogspot.com

No comments:

Post a Comment

გავიარეთ  ისტ-ის  ტრენინგი,  ჩვენს  მიერ  განვლილი ტრენინგი  იყო  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.  ვისწავლეთ  ელექტრონულად  გაკვეთილის  გეგმ...